პრემიერლიგის მე-11 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში ლიდერმა „ლივერპულმა“ „ასტონ ვილა“ 2:0 დაამარცხა და უშუალო მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 5 ქულით გაუსწრო. ახლა არნე სლოტის გუნდს 28 ქულა აქვს, პეპ გვარდიოლასას - 23.
მატჩის გმირი ამჯერადაც მოჰამედ სალაჰი გახდა, რომელმაც თავადაც გაიტანა და დარვინ ნუნიესსაც გაატანინა.
ცოცხალი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი მერსისაიდელებმა აუღელვებლად ჩაატარეს და ბურთის კონტროლის ხარჯზე აჯობეს მეტოქეს.
„სიტი“ კი ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. ამჯერად „ბრაიტონთან“ – 1:2.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-11 ტური. 9 ნოემბერი: ბრენტფორდი - ბორნმუთი 3:2, კრისტალ პალასი - ფულემი 0:2, ვესტ ჰემი - ევერტონი 0:0, ვულვერჰემპტონი - საუთჰემპტონი 2:0, ბრაიტონი - მანჩესტერ სიტი 2:1, ლივერპული - ასტონ ვილა 2:0