მადრიდის „რეალს“ „ოსასუნასთან“ მატჩში ერთბაშად სამი ფეხბურთელი გამოაკლდა და მათი დიაგნოზი უკვე ცნობილია.
ყველაზე მძიმე ტრავმა ედერ მილიტაომ მიიღო, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონი მისთვის დასრულებულია. ბრაზილიელი მინდორზე მხოლოდ მომდევნო სეზონში დაბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ მილიტაომ მსგავსი დაზიანება 15 თვის წინაც მიიღო და მაშინაც ძალიან დიდხანს იუქმა.
როდრიგო დაზიანების გამო ორი დაახლოებით ერთი თვე იუქმებს და მოედანზე მისი დაბრუნება დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი. ყველაზე უმნიშვნელო დაზიანება ლუკას ვასკესმა მიიღო, რომელიც დაახლოებით 3 კვირას გამოტოვებს.
ედერ მილიტაომ მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა, როდრიგოს აქტივში 15 მატჩი და 3 გოლია, ხოლო ლუკას ვასკესმა 14 თამაშში 2 გოლი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ „რეალს“ მანამდე დანი კარვახალი დაკარგა სეზონის ბოლომდე, რომელმაც ასევე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.