სხვა

12:55 | 9.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა იაპონიის ეტაპის გრანპრის გამარჯვებულები გახდნენ

ფიგურული ციგურაობის კიდევ ერთი ოქროს მედალი ჩვენი ქვეყნის ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, ამჯერად გრან პრის სერიის მეოთხე ეტაპზე იაპონიაში, სპორტულ წყვილებში. საქართველოს ნაკრების წევრმა სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავამ წარმოუდგენელი კონკურენციის პირობებში, იაპონიაში, სადაც ფავორიტებად ითვლებოდა მასპინძელი ქვეყნის სპორტული წყვილი, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონები იაპონელი მოციგურავეები რიკუ მიური და რიუჩი კიხარა, სერიოზული უპირატესობით და შეუდარებელად შესრულებული თავისუფალი პროგრამით 213,05 ქულით, ოთხქულიანი უპირატესობით, პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს, რაც სეზონის საუკეთესო პერსონალური შედეგია ჩვენი წყვილისათვის. ბოლო წლებში არაერთ წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა სპორტსმენებმა საერთაშორისო არენაზე, მაგრამ უფროსი ასაკის კატეგორიაში, გრან პრის სერიის ეტაპზე მოპოვებული ოქროს მედალი კიდევ ერთი ახალი გამორჩეული შედეგია ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებების ყულაბაში.

იაპონიაში მოპოვებული პირველი ადგილით და 15 ქულით, ორი ეტაპის ჯამური 24 სარეიტინგო ქულით ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა სერიოზულ შანსებს ინარჩუნებენ გრან პრის ეტაპის ფინალური საგზურის მოსაპოვებლად, რომელიც დეკემბრის დასაწყისში საფრანგეთში გაიმართება.

0.122072