„უოტფორდის“ მეკარემ დანიელ ბახმანმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ოქსფორდ იუნაიტედთან“ მატჩის (1:0) შემდეგ მან Sky Sports-თან თქვა, რომ გიორგი ფენომენალური ფეხბურთელია:
„ჩემს შვილს ყოველთვის ვეუბნები, რომ გიორგის თამაშის ვიდეოებს ხშირად უყუროს, რადგან ბევრ რამეს ისწავლის. ის ბურთით უბრალოდ ფენომენალური ფეხბურთელია და სასიამოვნოა, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს“, - აღნიშნა ბახმანმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო სამჯერ საგოლე პასი მიითვალა.