ფეხბურთი

1:57 | 9.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძის მორიგი კარგი თამაში სერია A-ში, თუმცა ტრავმაც მიიღო

სერია A-ს მე-12 ტურში „ემპოლი“ „ლეჩეს“ ესტუმრა. დაძაბულ შეხვედრაში გუნდები ფრეს დასჯერდნენ - 1:1, ხოლო საბა გოგლიჩიძე ტოსკანელთა ძირითადში დაბრუნდა.

ქართველმა მცველმა წინა ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ამჯერად კი, მოედანზე პირველივე წუთიდან იყო, ისევ კარგად ითამაშა, სერიოზული შეცდომების გარეშე. თუმცა, 61-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვლა მოითხოვა და მოედანი დატოვა. ჯერჯერობით, ტრავმის ხარისხი უცნობია, დამაიმედებელი ისაა, რომ საბამ მოედანი თავისი ფეხით დატოვა, არავის დახმარება დასჭირვებია. მოგეხსენებათ, წინ საქართველოს ნაკრების მატჩებია და რამდენად იქნება გოგლიჩიძე მზად, უცნობია.

„ემპოლიმ“ პირველი ტაიმი პიეტრო პელეგრის გოლით მოიგო, მაგრამ 77-ე წუთზე გაუშვა და ქულას დასჯერდა.

„ემპოლი“ 15 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩში კი, 25 ნოემბერს, „უდინეზეს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. საბა გოგლიჩიძემ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.065542