ფეხბურთი

0:10 | 9.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "სკუდეტოზე ფიქრი შეცდომაა, "ნაპოლი" მშენებარე კლუბია"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სოციალურ ქსელში ღია წერილი გაავრცელა, რომლითაც კლუბის გულშემატკივრებს მიმართა.

წერილში დე ლაურენტისმა აღნიშნა, რომ სკუდეტო არ არის მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. აურელიოს თქმით, „ნაპოლი“ მშენებარე კლუბია და მთავარი მიზანი ევროთასებზე დაბრუნებაა.

„ნაპოლის“ ძვირფასო გულშემატკივრებო, მივდივარ ლოს ანჯელესში და დავბრუნდები „ნაპოლი“ – „რომას“ მატჩის პერიოდში. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ სიტყვა აღდგენას, რომელიც ზაფხულში ვახსენე, ზუსტი მნიშვნელობა აქვს: ჩვენმა გუნდმა ახალი თავგადასავალი ცოტა ხნის წინ დაიწყო და გვჭირდება სიმშვიდე და მოთმინება, რომ მივაღწიოთ მიზნებს, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი კარგად დავიწყეთ. ვნახე ბევრი არასათანადო რეაქცია, ეს არ არის „ფენტეზის“ ფეხბურთი. თავიდან აღდგენა ნიშნავს საფუძვლის ჩაყრას მომავალი შედეგებისთვის, რასაც ზედიზედ 14 წელი ვაკეთებდით. ამას დრო და მოთმინება, შრომა და პირველ რიგში, თქვენი, გულშემატკივრების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან „ნაპოლი“ არა მხოლოდ კარგი გუნდი, არამედ ქალაქის დროშაა. დღეს სკუდეტოზე ფიქრი შეცდომაში შეყვანაა, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ.

ყველა ჩვენგანის მიზანია ევროტურნირებზე დაბრუნება, იმის გათვალისწინებით, რომ ბრძოლა მოგვიწევს „ინტერთან“, „იუვესთან“, „მილანთან“, „ატალანტასთან“, „ლაციოსთან“, „რომასთან“, „ფიორენტინასთან“ და ბევრ სხვა ძლიერ გუნდთან. დავტკბეთ სეზონის შესანიშნავი დასაწყისით და გვახსოვდეს, რომ ჩვენ მშენებარე გუნდი ვართ. თუმცა, არასოდეს თქვა არასოდეს, ფორცა „ნაპოლი“, - დაწერა დე ლაურენტისმა.

0.115724