იტალიის ნაკრები ნოემბერში ბელგიის და საფრანგეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება, მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კი, შემადგენლობა დაასახელა.
სპალეტიმ არჩევანი 23 ფეხბურთელზე შეაჩერა, რომელთა შორის სამი პირველად მიიწვიეს ეროვნულ ნაკრებში: ნიკოლო როველა (ლაციო), ნიკოლო სავონა (იუვენტუსი) და პიეტრო კომუცო (ფიორენტინა).
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად მოხვდა განაცხადში ნიკოლო ბარელა. მთლიანობაში, იტალიის ნაკრები მომდევნო ორ მატჩს შემდეგი შემადგენლობით ჩაატარებს.
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)
მცველები: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ალესანდრო ბონჯორნო (ნაპოლი), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), პიეტრო კომუცო (ფიორენტინა), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), კალებ ოკოლი (ლესტერი), ნიკოლო სავონა (იუვენტუსი), დესტინი უდოჯი (ტოტენჰემი)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), დავიდე ფრატეზი (ინტერი), ნიკოლო პიზილი (რომა), სამუელე რიჩი (ტორინო), ნიკოლო როველა (ლაციო), სანდრო ტონალი (ნიუკასლი)
თავდამსხმელები: მოიზე კინი (ფიორენტინა), დანიელ მალდინი (მონცა), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ატალანტა)
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფს ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერობს. „სკუადრა აძურა“ 14 ნოემბერს, ბელგიას სტუმრად, ხოლო 17 ნოემბერს, საფრანგეთს შინ დაუპირისპირდება.