ფეხბურთი

19:53 | 8.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ ნოემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც რომელუ ლუკაკუცაა. „ნაპოლის“ თავდამსხმელი ევრო 2024-ის შემდეგ პირველად გამოიძახეს ნაკრებში, წინა შეკრებებზე მან უარი თვითონ თქვა, რადგან აქცენტს კლუბზე აკეთებდა.

განაცხადში არ არის ტიბო კურტუა, რომელსაც მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს და კევინ დე ბრუინი, რომელიც ტრავმირებული იყო და მოედანზე ახლახან დაბრუნდა.

მეკარეები: მატს სელსი (ნოტინგემი), მაარტენ ვანდერბორდტი (ლაიფციგი), კოენ კასტეელსი (ალ-ქადსია)

მცველები: ტიმოთი კასტანი (ფულემი), ძენო დებასტი (სპორტინგი), მაქსიმ დე კუიპერი (ბრიუგე), ვოუთ ვაესი (ლესტერი), არტურ ტეატე (აინტრახტი), მატ სმეტსი (გენკი), ხოაკინ სეისი (ბრიუგე), ამენ ალ დახილი (შტუტგარტი)

ნახევარმცველები: ამადუ ონანა (ასტონ ვილა), ორელ მანგალა (ევერტონი), არნე ენგელსი (აუგსბურგი), რომეო ლავია (ჩელსი)

თავდამსხმელები: იოჰან ბაკაიოკო (პსვ), ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი), დოდი ლუკებაკიო (სევილია), ლოის ოპენდა (ლაიფციგი), ლენადრო ტროსარი (არსენალი), შარლ დე კეტელარე (ატალანტა), მალიკ ფოფანა (ლიონი), რომელუ ლუკაკუ (ნაპოლი)

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილზეა იტალიის და საფრანგეთის შემდეგ, ხოლო 14 ნოემბერს იტალიას უმასპინძლებს და 17 ნოემბერს ისრაელს სტუმრად შეხვდება.

0.116531