ფეხბურთი

14:50 | 8.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

რეია: "კვარაცხელია-ლუკაკუს დუეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ლავეცი-ზალაიეტასი იყო"

„ნაპოლის“ ყოფილმა მწვრთნელმა ედოარდო რეიამ განაცხადა, რომ რომელუ ლუკაკუს და ხვიჩა კვარაცხელიას წყვილი უფრო ძლიერია, ვიდრე მარსელო ზალაიეტას და ეზეკიელ ლავეცის დუეტი იყო, რომელთანაც რეია „ნაპოლიში“ მუშაობდა.

„ლუკაკუ გადამწყვეტი ფეხბურთელია, მთავარია ის ფიზიკურად კარგად იყოს. ლუკაკუ და კვარაცხელია უფრო ძლიერი წყვილია, ვიდრე ლავეცი-ზალაიეტა, რომლებიც „ნაპოლიში“ მე მყავდა. ჰამშიკი ძალიან ძლიერი იყო, მას ყველაზე მეტად მაკტომინეი ჰგავს, საჯარიმოში შესვლა კარგად იცის, როდესაც 100%-ით მზად იქნება, უფრო გადამწყვეტი ფეხბურთელი გახდა. ჩემი აზრით, „ნაპოლის“ „ინტერთან“ დადებითი შედეგის კარგი შანსი აქვს“, - თქვა რეიამ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ – „ნაპოლის“ მატჩი 10 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.115839