ფეხბურთი

23:38 | 7.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაიმ" ოსიმენის დუბლით ევროპა ლიგაზე "ტოტენჰემი" დაამარცხა

ევროპა ლიგის მეოთხე ტურში სტამბოლის „გალათასარაიმ“ ლონდონის „ტოტენჰემს“ უმასპინძლა, რომელიც 3:2 დაამარცხა და მატჩის გმირი ვიქტორ ოსიმენი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ნიგერიელმა თავდამსხმელმა პირველივე ტაიმში მოახერხა დუბლის შესრულება 8-წუთიან ინტერვალში და თავის გუნდს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა. მანამდე გუნდებმა გოლები გაცვალეს.

მეორე ნახევარში დომინიკ სოლანკემ შეამცირა სხვაობა, მაგრამ „ტოტენჰემმა“ მეტი ვეღარ მოახერხა და 2:3 დამარცხდა.

„გალათასარაის“ ოთხ ტურში 10 ქულა აქვს მოპოვებული და ევროპა ლიგას „აინტრახტსა“ და „ბილბაოსთან“ ერთად ლიდერობს, ხოლო „ტოტენჰემის“ აქტივში 9 ქულაა.

0.119508