ფეხბურთი

20:37 | 7.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "100%-იანი პენალტი იყო, მსაჯმა შედეგზე გავლენია იქონია"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „ინტერთან“ მატჩის (0:1) შემდეგ მსაჯი გააკრიტიკა.

როგორც მან თქვა, არბიტრმა თამაშის შედეგზე გავლენა იქონია და აღნიშნა, რომ ორი სერიოზული შეცდომა დაუშვა.

„ვერ გავიგე მსაჯის გადაწყვეტილება. მან დანიშნა პენალტი ხელით თამაშზე, როცა მერინოს რეაგირებისთვის სივრცე არ ჰქონდა, ბურთი ძალიან ახლოს, ადრე მითხრეს, რომ ეს პენალტი არაა, მაგრამ ახლა მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. კარგი, არა უშავს, მაგრამ თუ ეს პენალტია, მაშინ, მერინოს, როცა ზომერმა მუშტები თავში მოარტყა, 100%-იანი პენალტია. ძალიან რთულია ამასთან შეგუება, მსაჯის ორმა გადაწყვეტილებამ თამაშის შედეგზე გავლენა იქონია“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის ოთხ ტურში 7 ქულა მოიპოვა.

0.064063