კალათბურთი

18:07 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერიშვილი ლაშკოელებს 6 ქულით შეეწია

საქართველოს ნაკრების წევრმა მიხეილ ბერიშვილმა სლოვენიური “ზლატოროგის” მაისური ოფიციალურ მატჩში პირველად მოირგო და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

ლაშკოელებმა სლოვენიის საწყის ტურში “ჰოპსი პოლზელა” 85:78 დაამარცხეს, ქართველი მცველი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, 16:05 წუთში კი 6 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.

ბერიშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი არცერთხელ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ზლატოროგის” რიგებში საუკეთესო სლოვენიელი საშო ზაგორაცი იყო 21 ქულით. ლაშკოელებს მომდევნო მატჩი ისევ შინ “პორტოროჟთან” 18 ოქტომბერს ელით.

0.116159