ფეხბურთი

16:23 | 7.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში ოქტომბრის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძვის.

იტალიის ჩემპიონატში გასული თვის MVP ექვს ფეხბურთელს შორის გამოკითხვით აირჩევა. კვარაცხელიას გარდა, ნომინირებული არიან იასინ ადლი (ფიორენტინა), ფრანსისკო კონსეისაო (იუვენტუსი), ნუნუ ტავარეში (ლაციო), მატეო რეტეგი (ატალანტა), მარკუს ტურამი (ინტერი)

ხმის მიცემა სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი და ის რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კვარაცხელიამ თვის MVP-ის ჯილდო 2022-2023 წლების სეზონში სამჯერ, აგვისტოში, თებერვალსა და მარტში მოიგო, გასულ სეზონში კი, არ მოუგია. მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერსა და მარტში ნომინანტებში ორჯერ იყო. კვარა ასევე მიმდინარე სეზონში, აგვისტოში იყო ნომინანტებს შორის, მაგრამ გამარჯვება მარკუს ტურამმა მოიპოვა, სამაგიეროდ, სექტემბერში საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო სწორედ ხვიჩას გადაეცა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სეზონის სამივე თვეში ქართველი ნომინანტებში იყო.

ოქტომბერში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში ოთხჯერ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

0.11496