ფეხბურთი

10:26 | 7.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ საკლუბო რეკორდი განაახლა, რომელიც 74 წელიწადს არსებობდა

კატალონიურმა „ბარსელონამ,“ გერმანელი სპეციალისტის ჰანს-დიტერ ფლიკის ხელმძღვანელობით, ყველა შეჯიბრში სეზონის პირველ 16 მატჩში გოლების რაოდენობით საკლუბო რეკორდი განაახლა. ამის შესახებ სტატისტიკური პორტალი Opta Sport იუწყება.

წყაროს ცნობით, ბარსელონელებმა ამჟამად 55 გოლი გაიტანეს, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ადრე, პირველი 16 მატჩის განმავლობაში გატანილი 54 გოლი გახლდათ რეკორდი, რომელიც 74 წლის განმავლობაში არსებობდა და სლოვაკი მწვრთნელის ფერდინანდ დაუჩიკის დროს (1950/1951 სეზონი) დამყარდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტურის მატჩში „ბარსელონამ“ სერბული „ცრვენა ზვეზდა“ ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

0.115977