იტალიის სერია A-ში მეოთხე ტურის გადადებულ შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ტორტონას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 85:81 დაამარცხა.
„ვირტუსმა“ პირველი პერიოდი წააგო, მაგრამ შემდეგ უპირატესობა მოიპოვა და ბოლო მეოთხედის წინ 11 ქულით იგებდა, შესაბამისად, საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
თორნიკე შენგელიამ 24 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
„ვირტუს ბოლონია“ ექვსი ტურის შემდეგ 6 მოგებით „ტრენტოსთან“ ერთად ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში 10 ნოემბერს, „ვარეზეს“ სტუმრად შეხვდება.