ფიბა ევროპის თასზე საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისმა“ მეხუთე მატჩი ჩაატარა და სტუმრად „ბილბაოსთან“ 63:91 დამარცხდა.
კოტე ტუღუშის გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწია, რომელიც 18:16 მოიგო კიდეც, მაგრამ ამის შემდეგ გაცილებით გამოცდილი და ძლიერი „ბილბაოს“ უპირატესობა გამოიკვეთა. ესპანელებმა სამივე დარჩენილი პერიოდი ადვილად მოიგეს.
„ქუთაისში“ საუკეთესო ელიჯა ჯოინერი იყო, რომელმაც 12 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, მარკილ სმითმა 11 ქულა დააგროვა, აკაკი დვალიშვილმა 9 ქულა და 4 მოხსნა, ხოლო ბაქარ ბერეკაშვილის აქტივში 8 ქულა და 4 მოხსნა იყო.
„ქუთაისი“ J ჯგუფში 1 მოგებით და 4 წაგებით მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 13 ნოემბერს, „ბალკანის“ უმასპინძლებს, რომელსაც სტუმრად უკვე აჯობა.
„ბილბაო“ – „ქუთაისი“ 91:63 (16:18, 22:10, 25:14, 28:21)