ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების თხოვნა გაითვალისწინა, რის შემდგომაც „ვალენსიას“ და „ლევანტეს“ მატჩები დამდეგ უიქ-ენდზე არ გაიმართება.
ლა ლიგაში „ესპანიოლი“ – „ვალენსია“ და ლა ლიგა 2-ში „ტენერიფე“ – „ლევანტე“ გადაიდო. ორივე მატჩის ჩატარების თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
ამ გუნდების შეხვედრები არც წინა ტურში გამართულა, მიზეზი ვალენსიაში მომხდარი წყალდიდობაა, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.