ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი განსაკუთრებული პროფესიონალია და მისი თამაშის დონე კონტრაქტის საკითხს არასდროს უკავშირდება.
ალვინომ ისიც თქვა, რომ კონტრაქტს მოლაპარაკებები ამჟამად შეჩერებულია და შეიძლება მომდევნო კვირაში განახლდეს.
„ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ ჯერ კიდევ ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს. ამ დროისთვის განახლებაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია, ახალი ამბები არ არის. შეიძლება ის განახლდეს „ინტერთან“ მატჩის შემდეგ. კვარაცხელია დიდი პროფესიონალია, შეიძლება კარგად ითამაშოს, ან ნაკლებად კარგად, მაგრამ მისი თამაშის დონე არასდროს უკავშირდება კონტრაქტის სიტუაციას.
ოსიმენი? ის „ნაპოლიში“ აღარ ითამაშებს, ეს გადაწყვეტილია. ვნახოთ მომავალში რა მოხდება, მაგრამ ვიქტორი „გალათასარაიში“ ან სხვა კლუბში ითამაშებს, მაგრამ „ნაპოლიში“ არ დაბრუნდება“, - თქვა ალვინომ.