„ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ „ლივერპულთან“ მარცხის (0:4) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მოკლე ინტერვალში გაშვებულმა ორმა გოლმა თამაში შეცვალა.
„60 წუთის განმავლობაში კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, კომპაქტურად ვითამაშეთ, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ. მეორე ტაიმში მეტი პრობლემა გვქონდა, რადგან კომპაქტურები აღარ ვიყავით. ორ წუთში ორი გოლის გაშვებით თამაშის მსვლელობაზე კონტროლი გართულდა.
„ლივერპული“ ტოპ გუნდია და ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. ასეთ თამაშში საჭიროა 95 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად დახარჯვა. მზად ვიყავით „ენფილდზე“ სათამაშოდ და ყველაფრის გასაკეთებლად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს საკმაოდ კარგად მოვახერხეთ, მაგრამ თამაში 20 წუთში შეიცვალა.
„ლივერპული“ ძალიან ძლიერია, უნდა შევეგუოთ ამ მარცხს და მივულოცოთ მეტოქეს. ძალიან მადლობელი ვარ „ენფილდის“ ასეთი დახვედრისთვის“, - თქვა ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენს“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს მოპოვებული.