არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის ცნობილია. ლიონელ სკალონიმ განაცხადი დღეს დაასახელა.
არგენტინა უახლოესი ორი შეხვედრისთვის შემდეგი შემადგენლობით მოემზადება:
მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ვალტერ ბენიტესი (პსვ), ხერონიმო რული (მარსელი)
მცველები: ნაუელ მოლინა (ატლეტიკო), გონსალო მონტიელი (სევილია), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ხერმან პეცელა (რივერ პლეიტი), ლეონარდო ბალერდი (მარსელი), ნიკო ოტამენდი (ბენფიკა), ნეუენ პერესი (პორტუ), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერი), ნიკო ტალიაფიკო (ლიონი)
ნახევარმცველები: ენცო ფერნანდესი (ჩელსი), ლეანდრო პარედესი (რომა), ეზეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული), ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი), ენცო ბარენეჩეა (ვალენსია), ტიაგო ალმადა (ბოტაფოგო), ფაკუნდო ბუონანოტე (ლესტერი), ნიკო პასი (კომო)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერი), ნიკო გონსალესი (იუვენტუსი), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ტატი კასტელანოსი (ლაციო)
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები, რომელიც შესარჩევ ეტაპს 10 ტურის შემდეგ 22 ქულით ლიდერობს, 15 ნოემბერს პარაგვაის ესტუმრება და 20 ნოემბერს, პერუს უმასპინძლებს.