საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალურ მატჩში „დინამო თბილისმა“ ფოთის „კოლხეთი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალში გავიდა.
დედაქალაქურმა გუნდმა მათე ვაწაძის გოლით მოიგო, რომელმაც 65-ე წუთზე პენალტით აიღო მეტოქის კარი და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
„დინამო თბილისი“ მე-16-ედ გავიდა საქართველოს თასის ფინალში, სადაც დებიუტანტი მეტოქე ეყოლება, ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი „სპაერი“, რომელმაც მეორე ნახევარფინალში „გაგრა“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
საქართველოს თასის ფინალი 5 დეკემბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.
„დინამო თბილისი“ – „კოლხეთი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ვაწაძე (65, პენ)