ფეხბურთი

18:06 | 5.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "რეალი" პსჟ არაა, მბაპე კი - ცენტრფორვარდი, რაც პრობლემაა"

კარიმ ბენზემა კილიან მბაპეს ურჩევს, რომ არ დანებდეს და 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს შეეგუოს.

როგორც ბენზემამ აღნიშნა, კილიანის ადგილი მარცხენა ფლანგზეა, მაგრამ „რეალს“ იქ ვინისიუსი ჰყავს, ამიტომ მბაპემ ცენტრფორვარდის პოზიციაზე უკეთ უნდა ითამაშოს.

"ჩემი აზრით, პრობლემა ის არის, რომ მბაპე არ არის ცენტრფორვარდი. ყოველ ჯერზე, როცა ის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 9 ნომერზე თამაშობს, კარგად ვერ ახერხებს თამაშს. ფაქტია, რომ მადრიდის რეალში არის ფეხბურთელი მარცხნივ, რომელიც მის დონეზეა: ვინისიუსი.

ვინისიუსი განსხვავებას მარცხნივ აკეთებს და თქვენ არ შეგიძლიათ მისი გადაწევა მარჯვნივ ან ცენტრში. მბაპესთვის ეს პრობლემაა. ვნახოთ, როგორ შეძლებს ანჩელოტი ამ საკითხის მოგვარებას, მაგრამ არ მგონია, რომ მან შეცვალოს ვინისიუსის პოზიცია, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესოა ამ როლში.

მადრიდის "რეალში" დიდი ზეწოლაა, ეს არ არის პსჟ. ერთადერთი რჩევა, რისი მიცემაც შემიძლია, არის არ დანებდეს. მან უნდა გაიაზროს, რომ უნდა იყოს 9 ნომერი და უნდა დაივიწყოს მარცხენა ფლანგი, სადაც ძალიან კარგი იყო, მაგრამ ახლა კარგი სხვაგან უნდა იყოს“, - თქვა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ „რეალში“ ჯერჯერობით 14 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

0.11835