12:24 | 5.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტმა „ლივერპულისა“ და ლევერკუზენის „ბაიერის“ მატჩის წინ ჩაბი ალონსოზე ისაუბრა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარ მწვრთნელ ჩაბი ალონსოზე ისაუბრა და მას „არაჩვეულებრივი" უწოდა.

„როდესაც ჩაბი „ბაიერში" მივიდა, კლუბი ლიგის ცხრილის ბოლოში იყო, ახალ მოთამაშეებზე ბევრი ფული არ დუხარჯავთ, მაგრამ დაუმარცხებლად გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები და მხოლოდ ევროპა ლიგის ფინალში წააგეს.

ძნელი სათქმელია, რა ხდის მას განსაკუთრებულს, რადგან მე არ შემხვედრია და მასთან არ მიმუშავია, მაგრამ შესაძლოა იმიტომ, რომ წარსულში საუკეთესო მწვრთნელებთან მუშაობდა და უმაღლეს დონეზე თამაშობდა. ამიტომ, მან იცის და ესმის, რას გრძნობენ მოთამაშეები გარკვეულ მომენტებში“, - ციტირებს სლოტის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ ალონსო „ლივერპულში“ 2004 წლიდან 2009 წლამდე თამაშობდა, კლუბში 210 მატჩი ჩაატარა და 2005 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

დღეს, 5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ერთმანეთს „ლივერპული“ და ლევერკუზენის „ბაიერი“ დაუპირისპირდებიან. მატჩი ლივერპულში, „ენფილდზე“ გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

0.132347