ვეტერანმა ირლანდიელმა ფეხბურთელმა როი კინმა განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დღეისთვის საშუალო დონის კლუბია.
„დღევანდელი „მანჩესტერ იუნაიტედი“ აბსოლუტურად საშუალო კლასის გუნდია. ამას ყველა სტატისტიკა ადასტურებს, აქვთ კარგი და ცუდი შედეგები, არასოდეს იცის, როგორ ითამაშებს გუნდი მომდევნო მატჩში და ეს არც ისე კარგია“, - თქვა როი კინმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერლიგის 10 ტურში 12 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.