იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში საბა გოგლიჩიძის და საბა საზონოვის „ემპოლიმ“ „კომო“ 1:0 დაამარცხა და მოუგებელი სერია შეწყვიტა.
47-ე წუთზე გამარჯვების გოლი პიეტრო პელეგრიმ გაიტანა. ქართველ მცველებს არ უთამაშიათ - საზონოვს ტრავმა აქვს, ხოლო გოგლიჩიძე დისკვალიფიცირებული იყო და ის მატია დე შილიომ შეცვალა.
საბა „ემპოლის“ მომდევნო ტურში, „ლეჩესთან“ დაუბრუნდება. აღსანიშნავია, რომ რობერტო დ’ავერსას გუნდმა მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველი გოლი გაიტანა.
„ემპოლი“ 14 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო „ლეჩეს“ 8 ნოემბერს სტუმრად შეხვდება.