ფეხბურთი

17:20 | 4.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია ერთი თვე ვერ ითამაშებს

ლიმასოლის „არისის“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია და უახლოეს პერიოდში ვერ ითამაშებს.

ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლარნაკას აეკ-ის წინააღმდეგ მატჩის დასაწყისში დაშავდა და თამაში ვერ გააგრძელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი 4-6 კვირის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა.

გიორგი ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.120243