ფეხბურთი

15:16 | 4.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე რონის ხუმრობა ნეაპოლზე სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელი მარტენ დე რონი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და უმეტესწილად მისი პოსტები ხუმრობას უკავშირდება.

დე რონმა „ნაპოლისთან“ გამარჯვების შემდეგაც იხუმრა. 2024 წელს, „ატალანტამ“ ნეაპოლში ორჯერ მოიგო ანგარიშით 3:0, მარტსა და ნოემბერში, ნიდერლანდების ხუმრობის საფუძველიც ეს გახდა:

„რა ლამაზი ქალაქია ნეაპოლი. მათ, ვისაც იქ მოგზაურობა სურს, გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას“, - დაწერა დერ რონმა და გუგლის საძიებო სისტემის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც უკვე წერია:

„რით არის ნეაპოლი ცნობილი? 2024 წელს, „ატალანტას“ გამარჯვებებით 3:0“.

ბოლოს დე რონმა ფოტოს ასევე მიაწერა: „ინსტაგრამის ამ პოსტის შემდეგ მარტენ დე რონი ნეაპოლში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა“.

0.13147