ფეხბურთი

1:39 | 4.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" "ნაპოლისთან" ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა (+VIDEO)
მომდევნო ტურში ისინი ერთმანეთს შეხვდებიან

მილანის „ინტერმა“ სერია A-ს მე-11 ტურში „ვენეციას“ უმასპინძლა, რომელიც 1:0 დაამარცხა.

„ნერაძურის“ ძალიან გაუჭირდა აუტსაიდერთან, მაგრამ 65-ე წუთზე ლაუტარო მარტინესის გატანილი ერთადერთი გოლი 3 ქულისთვის საკმარისი გამოდგა. საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა და „ვენეციას“ შეეძლო გოლის გატანა, განსაკუთრებით 0:0-ზე. ვთქვათ ისიც, რომ ლაუტარომ „სან სიროზე“ გოლი 8-თვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.

მეტიც, სტუმრებმა 97-ე წუთზე გაათანაბრეს კიდეც, გოლიც ძალიან, ძალიან ემოციურად აღნიშნეს, მაგრამ ამაოდ. VAR-ზე მომენტი გადამოწმდა და მსაჯებმა „ვენეციას“ ფეხბურთელის მარინ შვერკოს მხრიდან ხელით თამაში დააფიქსირეს, შესაბამისად, გოლი გააუქმეს და „ინტერმა“ ასე დრამატულად იზეიმა მოგება.

შედეგად, „ინტერს“ 24 ქულა გაუხდა და უკვე ერთადერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ნაპოლის“, რომელსაც სხვათა შორის, მომდევნო ტურში, 10 ნოემბერს უმასპინძლებს.

„ინტერი“ – „ვენეცია“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლაუტარო მარტინესი (65)

0.116287