ფეხბურთი

22:33 | 3.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" და "ჩელსი" დაზავდნენ, "ტოტენჰემმა" "ასტონ ვილას" აჯობა

ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ჩელსის“ უმასპინძლა და ისევ ვერ მოიგო.

რუბენ ამორიმი „მანჩესტერში“ მუშაობას სანაკრებო პაუზის მერე შეუდგება, მანამდე გუნდს დროებით რუუდ ვან ნისტელროი ხელმძღვანელობს. რუუდის პრემიერლიგური დებიუტი ბოლომდე წარმატებული არ გამოდგა. „იუნაიტედი“ ბრუნო ფერნანდეშის პენალტით იგებდა, მაგრამ მალევე მოისეს კაისედომ გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 10 ტურში მხოლოდ 12 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში „ლესტერს“ უმასპინძლებს, ხოლო „ჩელსი“ 18 ქულით მეოთხეა და წინ „არსენალთან“ საშინაო მატჩი აქვს.

დღესვე, ლონდონის „ტოტენჰემმა“ ბირმინგემის „ასტონ ვილა“ გაანადგურა. არადა, უნაი ემერის გუნდმა პირველი ტაიმი მოიგო, თუმცა, მეორე ნახევარში ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა და 1:4 დამარცხდა. „ასტონ ვილა“ 18 ქულით მეხუთეა („არსენალსა“ და „ჩელსისთან“ ერთად იყოფს ადგილებს), ხოლო „ტოტენჰემი“ 16 ქულით მეშვიდეა.

„მანჩესტერი“ – „ჩელსი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (70), 1:1 კაისედო (74)

„ტოტენჰემი“ – „ასტონ ვილა“ 4:1 (0:1)

გოლები: 0:1 როჯერსი (32), 1:1 ჯონსონი (49),2:1 სოლანკე (75), 3:1 სოლანკე (79), 4:1 მედისონი (90)

0.11917