ჰანსი ფლიკის „ბარსელონა“ ლა ლიგაში შეუჩერებელია, ეს მხოლოდ „ოსასუნამ“ მოახერხა, რომელმაც 4:2 დაამარცხა, დანარჩენი 11 შეხვედრა „ბარსამ“ მოიგო, თან თითქმის ყველა ძალიან ადვილად.
მე-12 ტურში დერბიში „ესპანიოლს“ სძლიეს 3:1, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა, „ბარსელონას“ ძალების დაზოგვაზე რომ არ ეფიქრა. 31-ე წუთზე უკვე 3:0-ს იგებდა დანი ოლმოს დუბლით და რაფინიას გოლით. სტუმრებმა მეორე ნახევარში გაქვითეს ერთი გოლი, სულ ეს იყო.
„ბარსელონა“ 12 ტურის შემდეგ ლა ლიგას 33 ქულით ლიდერობს და „რეალს“ 9 ქულით უსწრებს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ჰანსი ფლიკის გუნდი მომდევნო ტურში 10 ნოემბერს, „სოსიედადს“ ესტუმრება.