კალათბურთი

17:50 | 3.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 12 ქულა და 7 მოხსნა "ბარსელონასთან"

ესპანეთის ლიგა ენდესაში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნია“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდა, რომელსაც წინააღმდეგ პირველ პერიოდში გაუწია, რომელიც 7 ქულით მოიგო.

თუმცა, მეორე მეოთხედიდან კატალონიელებმა მეტოქეს შანსი არ მისცეს და საბოლოოდ, 106:80 გაიმარჯვეს.

ბურჯანაძემ 19 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ერთხელ სამქულიანი ააცილა. ასე რომ, ბექას ურიგოდ არ უთამაშია.

„ლეიმა კორუნია“ 2 მოგებით და 4 წაგებით მე-14 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი, 10 ნოემბერს, „ტენერიფეს“ შინ დაუხვდება, სადაც გიორგი შერმადინი თამაშობს.

0.112392