ფეხბურთი

15:23 | 3.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნესტა "მილანთან" გაუქმებულ გოლზე: "ეს რა ჯარიმა იყო? მსაჯები ფეხბურთს ანადგურებენ"

„მონცას“ მთავარმა მწვრთნელმა ალესანდრო ნესტამ „მილანთან“ მატჩის (0:1) შემდეგ მსაჯობის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა.

შეხვედრის დასაწყისში „მონცამ“ გოლი გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს, რადგან შეტევის დასაწყისში ჯარიმა დააფიქსირეს, საკმაოდ საკამათო და საეჭვო. ნესტამ თქვა, რომ ფეხბურთში კონტაქტი დაშვებული უნდა იყოს და ახალი წესებით ფეხბურთს ანადგურებენ.

„ამ გიჟური წესებით ფეხბურთი ნადგურდება! ისეთ მსაჯობის სტილს უნდა დავუბრუნდეთ, როგორიც ადრე იყო, ფეხბურთში ფიზიკური კონტაქტი დაშვებული უნდა იყოს, როგორც ადრე. ბერგამოში გოლი არ ჩაგვითვალეს და შემდეგ ბოდიში მოგვიხადეს, მაგრამ ახლაც იგივე მოხდა, ჩვენ კი, ქულებს ვკარგავთ, ბოდიში ქულების მოპოვებაში არ გვეხმარება. კი, მაგრამ ეს რა ჯარიმა იყო?! ტეო ერნანდესი თავისით წაიქცა, სიმულირებდა.

ფეხბურთი ოდესღაც უფრო მარტივი იყო, კონტაქტური სპორტი იყო. ახლა პატარა შეხებაც ჯარიმაა, ფეხის ფრჩხილი თამაშგარეა... ფეხბურთი ნადგუნრდება. წესები უნდა მოერგოს ფეხბურთს და არა პირიქით, როგორც ეს დღესაა", - თქვა გაბრაზებულმა ნესტამ.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ნესტა "მონცას" მთავარ მწვრთნელად მიმდინარე სეზონის წინ დაინიშნა.

0.113265