უნგრეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ნიკა კვეკვესკირმა გოლი გაიტანა. ქართველი „სპარტაკუსის“ ღირსებას იცავს, რომელიც სტუმრად „გიორს“ დაუზავდა (1:1).
კვეკვესკირი თამაშში 33-ე წუთზე შეცვლაზე ჩაერთო, ხოლო 64-ე წუთზე საოცარი გოლი გაიტანა. მან ჯარიმით დალაშქრა მეტოქის კარი, ლამის კუთხურიდან! ეს მისი სადებიუტო გოლია უნგრეთში, სადაც მესამე მატჩი ჩაატარა და აქტივში ერთი საგოლე პასიც აქვს.
„სპარტაკუსი“ უნგრეთის ჩემპიონატში 12 ტურში მოპოვებული 12 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 8 ნოემბერს, მტკ-სთან გამართავს.