ფეხბურთი

10:19 | 3.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

სანაკრებო მატჩებამდე კაშიამაც გაიტანა, "სლოვანი" ჩემპიონატს ლიდერობს (+VIDEO)

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში “სლოვანი“ სადაც გურამ კაშია თამაშობს სტუმრად „პოდბრეჟოვას“ შეხვდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 76-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა და იმ დროისთვის ანგარიში 2:1 გახადა.

კაშიამ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი მიითვალა. ბრატისლავის კლუბმა კი სეზონში მე-10 გამარჯვება მოიპოვა. „სლოვანს“ 31 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „ჟილინას“ 1 ქულით უსწრებს. ქართველი და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, „დინამო ზაგრების“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.117338