ფეხბურთი

2:06 | 3.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკომ „სტრასბურს“ მოუგო

ფრანგული ლიგა 1-ის მე-10 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „სტრსაბურს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ანგარიში 51-ე წუთზე მიკაელ ნადემ გახსნა, 78-ზე კი შეცვლაზე შესულმა იბრაიმ სისოკომ მეორე ბურთი გაიტანა.

ზურიკო პირველ ტაიმში უფრო აქტიური გახლდათ, თუმცა ეს ალბათ იმის ბრალიც იყო, რომ გატანილი გოლის შემდეგ „სენტ ეტიიენმა“ პოზიციურად უკან დაიხია და იშვიათ კონტრშეტევებზე ცდიობდა წარმატების მიღწევას. ქართველი აქტიურად ეხმარებოდა დაცვას.

90 წუთი ითამაშა.

ამ გამარჯვების შემდეგ „სენტ-ეტიენმა“ 10 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილსი მე-15 ადგილზეა.

0.118778