დღეს, 2 ნოემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. „დილა“ – „ტორპედო“ 1:1 დასრულდა, ამ შედეგმა ლიდერ „იბერიას“ წისქვილზე დაასახა წყალი, რადგან იბერიელებმა წინა დღეს თბილისის „დინამო“ დაამარცხეს (0:2) და კონკურენტებს სამი ქულით გაექცნენ. ამაზე worldsport.ge უკვე წერდა.
დღის გვიან შეხვედრაში კი „ბათუმმა“ თავის საფეხბურთო ცენტრში „თელავს“ უმასპინძლა და ანგოლელი ნახევარმცველის, მარიო ბალბურდიას 30-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა. თუმცა ამ შედეგს გუნდების სატურნირო მდგომარეობაზე არ უმოქმედია. „ბათუმი“ კვლავ მეოთხე ადგილზეა, „თელავი“ კი ბოლოსწინა - მეცხრეზე.
31 მატჩის შემდეგ 61 ქულით „ტორპედო“ მეორე ადგილზე დგას, ორი პუნქტით ნაკლები აქვს „დილას.“ ლიდერი კი, როგორც აღვნიშნეთ, 64-ქულიანი „იბერიაა.“