პრემიერლიგის მე-10 ტური „ლივერპულისთვის“ იღბლიანი გამოდგა. მერსისაიდელებმა შინ „ბრაიტონი’ 2:1 დაამარცხეს, თუმცა თავიდან აგებდნენ. სტუმარმა კადიოღლუმ მე-14 წუთზე გახსნა ანგარიში. თუმცა შესვენების შემდეგ გაკპომ (69-ე წთ) და სალაჰმა (72-წთ) ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს.
ახლა „ლივერპულმა“ 25 ქულა მოაგროვა და წინა ტურში დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა, რადგან „მანჩესტერ სიტიმ“ მოულოდნელად „ბორნმუთთან“ სტუმრად 1:2 წააგო. „ქალაქელები“ 0:2 აგებდნენ და ბოლოსკენ ხორვატმა მცველმა გვარდიოლმა ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა. მეტი მანჩესტერელებმა ვეღარ მოახერხეს და 23 ქულით მეორე პოზიციაზე დაქვეითდნენ.