„ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე დისკვალიფიკაციის გამო ერთ მატჩს გამოტოვებს. სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
ვინაიდან, საბამ „ინტერთან“ შეხვედრაში პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, იყო შანსი, რომ მას ორი მატჩი გამოეტოვებინა, მაგრამ ერთი შეხვედრით დასაჯეს. შესაბამისად, ის „ემპოლის“ „კომოსთან“ ვერ დაეხმარება და სავარაუდოდ, მატია დე შილიო შეცვლის, ხოლო გუნდს „ლეჩესთან“ დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 8 მატჩი ჩაატარა და „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მოახერხა.