სხვა

19:05 | 2.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია რონალდუს: "არ მეგონა თავდაჯერებულობას და ამპარტავნობას თუ ვერ გაარჩევდი"

ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ კრიშტიანუ რონალდუს უპასუხა. საქმე ისაა, რომ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა თოფურიაზე სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა მაქს ჰოლოვეისთან ბრძოლამდე.

მაშინ რონალდუმ თქვა: „თოფურია ძალიან ბევრს ლაპარაკობს. მგონია, ვოლკანოვსკი უბრალოდ იმიტომ დაამარცხა, რომ ვოლკი ბოლომდე მომზადებული არ იყო ამ ჩხუბისთვის. ვნახოთ, რას იზამს მაქსთან, თუ დაამარცხებს, ჩემს პატივისცემას დაიმსახურებს“.

თოფურიამ რონალდუს შემდეგნაირი პასუხი გასცა:

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ შენნაირ ადამიანს გაუჭირდებოდა ერთმანეთისგან განესხვავებინა თავდაჯერებულობა და ამპარტავნობა. თუმცა, ჩვენ ყველანი საკუთარი თავის მიხედვით ვაფასებთ სხვებს. საუკეთესოს გისურვებ, ღმერთმა დალოცოს შენი კარიერა და ოჯახი“, - თქვა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მაქს ჰოლოვეი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა.

0.118371