ფეხბურთი

18:00 | 2.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძეს ლამაზი გოლი არ ჩაუთვალეს, "კარლსრუე" ზედიზედ მეორედ დამარცხდა

გერმანიის II ბუნდესლიგის მე-11 ტურში „კარლსრუე“ „ჰანოვერს“ ესტუმრა და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, არადა 9 ტური ისე განვლო, რომ წაგება არ ჰქონდა.

მარსელ ფანკეს გოლით კრისტიან აიხნერის გუნდმა პირველი ტაიმი მოიგო, თუმცა, მეორე ნახევარში ორი გოლი გაუშვა და 1:2 დამარცხდა.

ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, ძალიან ლამაზი გოლიც გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს. 29-ე წუთზე ბუდუმ თავით მართლა მაგარი გოლი შეაგდო, თუმცა, ბუდუს დარტყმამდე პასის ავტორი იყო თამაშგარეში, რის გამოც VAR-მა გოლი გააუქმა.

ბუდუ ზივზივაძე 11 მატჩში გატანილი 7 გოლით (პლუს 2 საგოლე პასი), ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. გარდა ამისა, ორჯერ გერმანიის თასზეც გაიტანა.

„კარლსრუე“ 19 ქულით მეოთხე ადგილზეა, არადა, რომ მოეგო, პირველზე იქნებოდა, ხოლო მომდევნო ტურში 10 ნოემბერს, „მიუნსტერს“ უმასპინძლებს. II ბუნდესლიგას სწორედ „ჰანოვერი“ ლიდერობს 22 ქულით.

0.109604