ფეხბურთი

13:29 | 2.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 56 000 ევროთი დააჯარიმა

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა საქართველოსა და ალბანეთის მატჩში სტადიონზე რამდენიმე დარღვევისთვის.

სფფ-ს 14 000 ევროს გადახდა სტადიონზე გასასვლელების ბლოკირებისთვის დაეკისრა, 12 000 ევრო გულშემატკივრების მხრიდან ლაზერის გამოყენებისთვის, ხოლო 30 000 ევრო პიროტექნიკის გამოყენებისთვის. მთლიანობაში ჯარიმამ 56 000 ევრო შეადგინა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ თბილისში 0:1 დამარცხდა.

ვილი სანიოლის გუნდს ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში 6 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩებს 16 და 19 ნოემბერს, უკრაინისა და ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.

0.116669