ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა თქვა, რომ 2010 წელს ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა, თუმცა ამაზე არ ფიქრობს. როგორც მან თქვა, გუნდური ჯილდოები უფრო ფასეულია, ვიდრე ინდივიდუალური.
„კი, ოქროს ბურთი მომპარეს, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ 2024 წელს, 14 წლის შემდეგ ხალხს ეს ახსოვს და ისინი მეუბნებიან: „ვესლი, შენ 2010 წელს გაგქურდეს“. ინდივიდუალური ჯილდოები კარგია, მაგრამ გუნდური ტიტულების მოპოვება უფრო მეტია, ვიდრე ოქროს ბურთი“, - თქვა სნეიდერმა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ოქროს ბურთი ლიონელ მესიმ მოიგო. ვესლი სნეიდერს კი, ძალიან წარმატებული წელი ჰქონდა - მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სერია A და იტალიის თასი, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში ითამაშა.