ფეხბურთი

21:01 | 1.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრამ" "სამტრედია" დაამარცხა და გასავარდნი ზონა დატოვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში კონკურენტები, „გაგრა“ და „სამტრედია“ ერთმანეთს შეხვდნენ.

დაძაბულ ბრძოლაში მასპინძლებმა მოიგეს და უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგეს. მეექვსე წუთზე ანგარიში ოთარ აფციაურმა გახსნა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე დანიელ ოვუსუმ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.

თუმცა, 84-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა „გაგრა“ მეორედ დააწინაურა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„გაგრამ“ ზედიზედ მეორედ მოიგო და 32 ქულით უკვე მეშვიდე ადგილამდე აღზევდა, მომდევნო ტურში კი, „სამგურალს“ ეთამაშება. „სამტრედია“ 26 ქულით მეათე ადგილზეა, წინ კი, „დინამო თბილისთან“ თამაში აქვს.

„გაგრა“ – „სამტრედია“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 აფციაური (6), 1:1 ოვუსუ (48), 2:1 ხარებაშვილი (84)

0.121475