ფეხბურთი

18:30 | 1.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძის "ულსანმა" სამხრეთ კორეის ჩემპიონატი მოიგო

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 36-ე ტურში გიორგი არაბიძის „ულსანმა“ „განგვონი“ 2:1 დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონი გახდა.

ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო. მან პირველი ტიტული მოიგო აზიაში. არაბიძე „ულსანს“ ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ 10 მატჩში 2 გოლით გამოირჩა.

„ულსანი“ 7 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, შესაბამისად, ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება. „ულსანი“ სამხრეთ კორეის ჩემპიონი ისტორიაში მეხუთედ გახდა.

0.132347