ფეხბურთი

17:25 | 1.11.2024 | ნანახია 158 - ჯერ

"კოლხეთმა" და "სამგურალმა" ქულები გაიყვეს

საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტური „კოლხეთის“ და „სამგურალის“ მატჩით დაიწყო, რომელშიც გუნდებმა გოლები გაცვალეს და შესაბამისად, ქულებიც გაიყვეს.

„კოლხეთი“ პირველივე წუთზე დაწინაურდა ლაშა კოხრეიძის გოლით, მაგრამ შემდეგ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 76-ე წუთზე ფერნანდო ბულიმ გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„კოლხეთი“ 31 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“ კი, 33 ქულით მეექვსეა და წინ „გაგრასთან“ თამაში ელოდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0702