ფეხბურთი

13:58 | 1.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე "ლილთან" თამაშისთვის მზადაა

„ლიონის“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გამოჯანმრთელდა და „ლილის“ წინააღმდეგ თამაშისთვის მზადაა.

ფრანგული მედიის ცნობით, გიორგი მთავარი მწვრთნელის, პიერ საჟის განკარგულებაშია და მისი გადასწყვეტია, მისცემს თუ არა, მას სათამაშო დროს. მოგეხსენებათ, ქართველს ბოლო ორი ვარჯიშის გამოტოვება მოუწია.

მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 11 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. „ლილი“ – „ლიონის“ მატჩი დღეს გაიმართება.

0.111133