ჭიდაობა

10:25 | 1.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ კენჭაძე: "ამ მომენტს 18 წელი ველოდი"

ქართველმა მოჭიდავემ ავთანდილ კენჭაძემ მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ამ მომენტს 18 წლის განმავლობაში ელოდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არ არის დღევანდელი ფინალი, ესაა ჩემი ცხოვრების 18 წელი, რომელიც ჭიდაობას დავუთმე და ამ მომენტს ველოდი. მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. ახლა სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციებს“, - თქვა კენჭაძემ.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ კენჭაძე 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, თუმცა 6 წლის შემდეგ მოახერხა ტიტულის მოპოვება და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

0.064219