კალათბურთი

1:45 | 1.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაში ევროლიგაში

ევროლიგის მეშვიდე ტურში „ვირტუს ბოლონია“ „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრა და მორიგი მარცხი განიცადა.

მილანელებმა პირველივე პერიოდიდან მოიპოვეს უპირატესობა, თუმცა, მესამე პერიოდი „ვირტუსმა“ 10 ქულით მოიგო და წინ გასვლა შეძლო. ეს საკმარისი არ გამოდგა, რადგან გადამწყვეტი მეოთხედი უკვე „ოლიმპია მილანოს“ 10-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, რომელმაც საბოლოოდ, 99:90 გაიმარჯვა.

თორნიკე შენგელია ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. ქართველმა კალათბურთელმა 34 წუთში 25 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 9-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

შენგელიას კარგი თამაში „ვირტუსს“ მორიგი მარცხისგან თავის ასარიდებლად არ ეყო. ლუკა ბანკის გუნდი 1 მოგებით და 6 წაგებით მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 ნოემბერს, თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლებს.

0.113465