„ბარსელონამ“ ფერმინ ლოპესთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმად, ნიჭიერი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში 2029 წლამდე დარჩება.
ახალი კონტრაქტის გათვალისწინებით, ლოპესის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო იქნება.
ფერმინ ლოპესი „ბარსელონას“ მთავარ გუნდში გასული სეზონიდან თამაშობს და 48 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.