ვიქტორ ოსიმენმა დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე „გალათასარაიში“ დარჩება და კლუბს ზამთარში არ დატოვებს.
ნიგერიელი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს „გალათასარაის“ იჯარით შეუერთდა, მაგრამ საუბრობენ, რომ მან შეიძლება კლუბი იანვარში დატოვოს. თუმცა, ამ შეკითხვას ვიქტორმა მოკლედ უპასუხა: „აქ სეზონის ბოლომდე დავრჩები“.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში „გალათასარაის“ მაისურით 7 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.